ასკეზა

ასკეზა
საკუთარ თავზე შემოქმედებითი მუშაობა, საკუთარი ,,მე–ს“ შემოქმედებითი ქმნადობა. შემოქმედების განთავისუფლება უტილიტარიზმის ყველა სახეობისაგან ხდება მხოლოდ მისი ასკეტური ინტერპრეტირების გზით. ასკეზა მარტო აკრძალვა როდია. ეს არის საქმიანობა, ჭეშმარიტი ,,მეობის“ გამოვლენა. იგი დინამიკურია და თავის თავში მოიცავს უსასრულობისაკენ ლტოლვას, მარადიულ მოწოდებას, მოუღლელ სწრაფვას. ამ დაუცხრომლობის მიზეზი ორმაგია. ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაუსაბამო ამოცანაა, რამეთუ დაუსაბამოა სრულყოფის, ღვთიური სრულყოფის გზაც. არ არსებულა ოდესმე ისეთი მოძრაობა, მიზნის თანაზომადობა რომ შესძლებოდა. ეს არის შემოქმედებითი ამოცანა, რამეთუ იქმნება რაღაც სრულიად ახალი. ადამიანი ჰქმნის თავის თავს, მთლიანად მიებარება რა ღმერთს. მხოლოდ ამ შემოქმედებით პროცესში ხდება მისი ქცევა ის, რაც არის. ჭეშმარიტი ასკეზა თავის თავში მოიცავს ხილულ შინაგან წინააღმდეგობრიობას. იგი იწყება დათმენით, თვითაღკვეთით, მორჩილებით. შემოქმედებითი თავისუფლება შეუძლებელია თავდაპირველი თვითაღკვეთის გარეშე. ეს არის სულიერი ცხოვრების კანონი: თესლი არ ამოიზრდება, თავდაპირველად თუ არ მოკვდა. თვითაღკვეთის შედეგად ხდება პირადი შეზღუდულობისა და განცალკავებულობის გადალახვა, თავის აბსოლუტური მიძღვნა ჭეშმარიტებისადმი. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ჯერ - თვითაღკვეთა, მერე - განთავისუფლება. მორჩილება უკვე თავისუფლებაა. ასკეტური თვითაღკვეთა ათავისუფლებს სულს, ათავისუფლებს სამშვინელს. თავისუფლების გარეშე ამაოა ხორცის ნებისმიერი გვემა. მეორეს მხრივ, ასკეტური შრომა-გარჯის შედეგად იცვლება და ახლდება თვით სამყაროს ხედვაც.
Source: ნიკოლოზ მაკარიოპოლელი. ღვთისმეტყველება და ღვთისშემეცნება// არჩევანი, №2, – რელიგიური სკითხების შემსწავლელი ცენტრი,– 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»